რომელ კომპანიებს შემოაქვთ საქართველოში ყველაზე დიდი ოდენობით ნავთობი და ნავთობპროდუქტები რუსეთიდან?

რომელ კომპანიებს შემოაქვთ საქართველოში ყველაზე დიდი ოდენობით ნავთობი და ნავთობპროდუქტები რუსეთიდან?

8 თვეში საქართველომ რუსეთიდან 365 მილიონი აშშ დოლარის 477 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყიდა.

მიუხედავად იმისა, რომ 1-ელ მარტს რუსეთის მიერ ბენზინის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვა საქართველოზეც ვრცელდებოდა, რუსეთი კვლავ რჩება ნავთობის ნომერ პირველ იმპორტიორად საქართველოში 41% წილით. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის შესყიდვა საქართველომ 23%-ით გაზარდა, რუსული ნავთობპროდუქტების შემცირება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-ია.

2024 წლის რვა თვეში საქართველომ უცხოეთიდან 881 მილიონი დოლარის ღირებულების 1.04 მილიონი ტონა ნავთობი შეიძინა. აკრძალვა კი ქართულ ბაზარზე ამგვარად აისახა, რომ გაზრდილია იმპორტი ბულგარეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან, რის შედეგადაც ნავთობის მოწოდების ბაზარი წელს უფრო დივერსიფიცირებული გახდა.

bm.ge დაინტერესდა, რომელ კომპანიებს შემოაქვთ საქართველოში რუსეთიდან ყველაზე მეტი ნავთობი და ნავთობის პროდუქტები.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 8 თვეში რუსეთიდან ნავთოპროდუქტების TOP-5 კომპანიის ჩამონათვალი ასეთია:

  • შპს ლუკოილჯორჯია;
  • შპს რეპსოლი;
  • შპს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია;
  • შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია;
  • შპს ჯორჯიან ეარვეისი.

ცნობისთვის, საქსტატი ჩამონათვალს შემთხვევითობის პრინციპით ალაგებს.

 

bm.ge

 

მსგავსი სიახლეები

ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში მუშაობა დაიწყო სავალუტო ფონდის მორიგმა მისიამ (staff visit). დღეს…
დაგროვებითი პენსიით ამ დროისთვის უკვე 25,814-მა მოქალაქემ ისარგებლა

დაგროვებითი პენსიით ამ დროისთვის უკვე 25,814-მა მოქალაქემ ისარგებლა

საქართველოს საპენსიო ფონდის ინფორმაციით, დაგროვებითი პენსიით ამ დროისთვის უკვე 25,814-მა მოქალაქემ ისარგებლა. მათ საერთო ჯამში 118 მილიონი ლარი მიიღეს. ეს ერთ…
UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა“ მსოფლიოს არამატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა

UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა“ მსოფლიოს არამატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა

UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა. ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს. მათ მონაცემებით,…